გლდანში ბმვ-მ ქალი გაიტანა და მოკლა

გლდანში ბმვ-მ ქალი გაიტანა და მოკლა16 ივნისს საღამოს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გლდანში. ქერჩის ქუჩაზე ავტომანქანა ბმვ ქვეითს შეეჯახა.

ქალი ადგილზე დაიღუპა. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მთავარი