“გორბის” დირექტორის და ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრა – “ოცნების” და “იმედის” კვლევები რეალობას არ ასახავს”

"გორბის" დირექტორის და ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრა - "ოცნების" და "იმედის" კვლევები რეალობას არ ასახავს''მოძრაობა “გხედავ” ავრცელებს სოციოლოგიურ კომპანია “გორბის” დირექტორისა და “ქართული ოცნების” პიარტექნოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილის შეხვედრის ფოტოს.სწორედ “გორბის” უკვეთავს კვლევებს ტელეკომპანია “იმედი”, სადაც მუდმივად მმართველი პარტია ლიდერობს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფოტო კიდევ ერთხელ ადასტურებს ეჭვს, რომ “ოცნების” და “იმედის” კვლევები რეალობას არ ასახავს და ის მმართველი გუნდის დაკვეთითა და ლაშა ნაცვლიშვილის მონაწილეობით იწერება.

“ხელსუფლება გვატყუებს, თითქოს ნეიტრალური იმედი ნეიტრალურ კვლევით ორგანიზაციას უკვეთავს კვლევას და რეალურად აღმოჩნდა, რომ ამ ორგანიზაციას აქვს მჭიდრო კონტაქტი ”ქართული ოცნების” მთავარ პროპაგანდისტთან” – ამბობს ელენე ხოშტარია.