გუბაზ კორძაიას სახლში ორსული მეუღლე და 2 ბავშვი ელოდნენ – ავარია, რომელმაც ყველა შეძრა

გუბაზ კორძაიას სახლში ორსული მეუღლე და 2 ბავშვი ელოდნენ - ავარია, რომელმაც ყველა შეძრაქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ მა­გის­ტრალ­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას, 32 წლის ექი­მი გუ­ბაზ კორ­ძა­ია ემსხვერ­პლა.

შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და. ახალ­გაზ­რდა ექი­მი, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­ცურ­და და გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან ხევ­ში გა­და­ვარ­და.

კორ­ძა­ი­ამ 12 ივ­ნისს ქუ­თა­ის­ში ოპე­რა­ცია ჩა­ა­ტა­რა და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბო­და. ის ის­რა­ე­ლი-სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლო­გი­ი­სა და ან­გი­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრში ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გად მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვლილს ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

“ადა­მი­ა­ნი ბრუნ­დე­ბო­და ერთი ქა­ლა­ქი­დან მე­ო­რე ქა­ლაქ­ში… ერთი სამ­სა­ხუ­რი­დან მე­ო­რე სამ­სა­ხურ­ში… სახ­ლში ორ­სუ­ლი მე­უღ­ლე და ორი ბავ­შვი ელო­დე­ბო­და… სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ გა­და­ვიკ­ვე­თეთ სა­ო­პე­რა­ცი­ო­ში და ერ­თად ვი­მუ­შა­ვეთ, მაგ­რამ შო­რი­დან­ვე ეტყო­ბო­და კე­თი­ლი გუ­ლის პატ­რო­ნო­ბა. წე­სი­ე­რი, მცოდ­ნე, საყ­რდე­ნი კაცი. ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი და ნა­თე­ლი” – წერს ექი­მი ილია გო­ცა­ძე.

“ამ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის მოგ­რო­ვე­ბა რო­გორ მო­ას­წა­რი, რომ შეშ­ლი­ლი მი­რე­კავს ყვე­ლა, მე­გო­ბა­რიც, პა­ცი­ენ­ტიც და უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბიც… გუ­ბა­ზიკ, ოღონდ ეს არ მომ­ხდა­რი­ყო, რამ­დენ წელს გა­ჩუ­ქებ­დით ჩემო ოქრო ადა­მი­ა­ნო… უბ­რა­ლოდ არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო” – წერს გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის კო­ლე­გა ანა ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი.

“გუ­ბაზ, გუ­ლის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მო­ი­ტა­ნა შენ­მა წას­ვლამ ჩვენ­გან, არის აუ­ტა­ნე­ლი… მე­ნა­ნე­ბი, არა­და რამ­დე­ნი ოც­ნე­ბე­ბი დაგ­რჩა აუხ­დე­ნე­ლი, თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი დაგ­ვი­ტო­ვე ჩვე­ნო უსაყ­ვარ­ლე­სო ადა­მი­ა­ნო”

“რა ვთქვა უბ­რა­ლოდ არ ვიცი… გუ­ბაზ, ჩემო უფ­რო­სო მე­გო­ბა­რო რა უსა­მარ­თლოდ მო­გექ­ცა ეს ცხოვ­რე­ბა! ჩვე­ნო პო­ზი­ტი­უ­რო, სა­ი­მე­დო, სა­ა­მა­ყო ადა­მი­ა­ნო, უშე­ნოდ აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა ძვე­ლე­ბუ­რად, რო­გორ გა­უ­ფე­რულ­დე­ბა ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა უშე­ნოდ… სა­უ­კე­თე­სო იყა­ვი და იქ­ნე­ბი. არა­სო­დეს და­გი­ვი­წყებთ, ყო­ველ­თვის დარ­ჩე­ბი ჩემ­თვის ადა­მი­ა­ნო­ბის, მე­გობ­რო­ბის, პრო­ფე­სი­ა­ნა­ლიზ­მი­სა და ოჯა­ხიშ­ვი­ლო­ბის ეტა­ლო­ნად. ვუ­სამ­ძიმ­რებ შენს ოჯახს, მთელს სა­მე­დი­ცი­ნო სამ­ყა­როს და სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს”

“რამე რომ არ მოგ­წონ­და, მე­უბ­ნე­ბო­დი – “კაი რაა, კალ­მახ”… და ეხლა მე გე­ტყვი იგი­ვეს – კაი რა­ა­აა! მარ­თლა კაი რაა, გუ­ბაზ…. რე­ა­ლო­ბა, ყვე­ლას­თვის ვინც გიც­ნობ­და თუ არ გიც­ნობ­და, არის სა­შინ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლი, გა­უ­გე­ბა­რი… შენ სულ იქ­ნე­ბი!” – წე­რენ გარ­დაც­ვლი­ლი ექი­მის მე­გობ­რე­ბი და კო­ლე­გე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც მსხვერ­პლი გა­მო­იწ­ვია.

ამბები