გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევას 60 წლამდე ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ქალი საავტომობილო მაგისტრალზე გადასვლას ცდილობდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.
ამ წუთებში საავტომობილო მაგისტრალზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
მოხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276- მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

