ირაკლი ღარიბაშვილი – “თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დავიწყეთ”

ირაკლი ღარიბაშვილი - "თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დავიწყეთ"თავდაცვის სამინისტროში შეფმზარეულების გადამზადება დაიწყო.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“თავდაცვის ძალებში შეფმზარეულების გადამზადება დავიწყეთ.
პროექტი თავდაცვის ძალების მზარეულების გადამზადებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლებას ისახავს მიზნად. შედეგად ქართველი სამხედროების კვების მენიუ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება და ხარისხი გაუმჯობესდება

თავდაცვის ძალების მზარეულებს მასტერკლასებს საქართველოში ცნობილი შეფმზარეულები – ლევან კობიაშვილი, ლუკა ნაჭყებია, მანუელ ფაუნდეს ბარანდა და მაია კაციაშვილი ჩაუტარებენ. პროექტის მონაწილეები ქართული ჯარის კვების რაციონის გამრავალფეროვნებაზეც იმუშავებენ და მენიუს ახალ კერძებს შემატებენ

პროექტი საქართველოს კულინართა ფედერაციის ჩართულობით ხორციელდება.”