ოპოზიციაში მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის დაპირისპირება რომ იყო, ”მთავარის” ეთერში გიგი უგულავას გაკეთებული განცხადებიდანაც გამოჩნდა.როგორც ”ევროპული საქართველოს” გენერალური მდივანი აცხადებს, ელისაშვილის საერთო ოპოზიციური მაგიდიდან გასვლის მიზეზი მისი ამბიციები იყო.
”ამ “ბუღალტერიის” და ეგეთი მიდგომის გამო გავერიდე მაგ თემას…”- ასე ეხმაურება ”გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი უგულავას განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უარი თქვა, თბილისში საკუთარი კანდიდატურა დაეყენებინა მაჟორიტარობის კანდიდატად.

