ირაკლი კობახიძე – ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს

ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავსოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ დამოუკიდებელი დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას.
ეკა ბესელიას თქმით, “ქართული ოცნების” სიის სათავეში ირაკლი კობახიძის ყოფნა ხარისთვის წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს.
„ოპოზიცია ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს. ეს არის რეალობა, რასაც საზოგადოება ხედავს. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ, გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქციის შესრულება ოპოზიციისთვის იქედან გამომდინარე, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციას საკუთარი ადგილი მიეჩინოს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციას საკუთარ ადგილს ქართული საზოგადოება ოქტომბერში მიუჩენს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.