”20 ივნისი იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად – განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც მოხდა ივანიშვილის და გახარიას უპასუხისმგებლო ქმედების შედეგად. ვერც ჩემი და ვერც იმ ადამიანების მეხსიერებიდან, რომლებიც დაზარალდნენ, ეს ყველაფერი ვერ ამოიშლება ასე ადვილად. ყველას ყველაფერი გვახსოვს. ჩემი აზრით, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, სავარაუდოდ 1-2 წელი, ეს საქმე იქნება სრულფასოვნად გამოძიებული და გახარია ამ საქმეში აღმოჩნდება ბრალდებული“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, ოპოზიცია განმარტებებს ბიძინა ივანიშვილისგან მოითხოვს. ბრალდების უშუალო ადრესატები, რომლებსაც ირაკლი კობახიძემ რუსული სპეცსამსახურების აგენტობაში დასდო ბრალი, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს პასუხობენ.
“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ ასეთი განცხადებებით ხელისუფლება მთავარი თემიდან ისრების გადატანას ცდილობს. ოქრუაშვილი ამბობს, რომ მისი მხრიდან უფასო რეკლამისთვის ირაკლი კობახიძის მადლობელია.
თუმცა სამწუხაროა ერთი რამ, ქვეყანა თავზე ექცევათ და ჩვენდამი ესეთი ეპითეტებით შემკობით არიან დაკავებული. წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ქვეყანაში. ყველაზე კარგი ეპითეტი არის 13 კონგრესმენის განცხადებაა, – ამბობს “გამარჯვებული საქართველოს” თავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილი.

