“გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობაზე კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში კიდევ არსებობდნენ ადამიანები, რომლებსაც იგივე დავალება ექნებათ.
„სამწუხაროა რომ ზოგადად ქვეყანა „პრახადნოი დვორი“ გახდა“. კაცმა არ იცის ასეთ ოპერაციებს, როდესაც გეგმავენ ჩვენი არაკეთილის მოსურნეები, ამ ოპერაციას ახლავს გეგმა ბეც ასევე და არავინ არ იცის ვინმე დათარეშობს ჯერ კიდევ ჩვენ ქვეყანაში ადამიანის განეიტრალების ან ლიკვიდაციის მიზნით…
სექტემბრის დასაწყისში აუცილებელ საქმეზე საზღვარგარეთ ვარ წასასვლელი რამდენიმე დღით, მაგრამ ზუსტად ვიცი ესენი არჩევნებამდე უკან აღარ შემომიშვებენ. ან რეისს გააუქმებენ ან გრძელვადიან კარანტინში გამიშვებენ. რას ფიქრობთ რუსი ქილერი რომ გავხდე და ვინმეს “ზაკაზი” ავიღო, შემომიშვებენ ალბათ, არა?” – წერს სოციალურ ქსელში “გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი.

