ირაკლი ოქრუაშვილი – “თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში არ ჩატარდება, მთავრობის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება”

ირაკლი ოქრუაშვილი - "თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში არ ჩატარდება, მთავრობის ლეგიტიმაციაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება"“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღის გადაწევა პირველ რიგში ქვეყანას დააზარალებს.  ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას არჩევნების მიმართ არასერიოზულად აღიქვამენ უცხოელი პარტნიორები.
“ვივარაუდოთ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების თარიღის გადატანის თემა საზოგადოების განწყობის შესამოწმებლად გაახმოვანა.
“ოცნების” ქმედება ლოგიკას მოკლებულია. არჩევნების თარიღის გადაწევა ოპოზიციისთვის არაფერს შეცვლის, დრო მუშაობს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ. ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება და ხალხი ღარიბდება… ასეთი რიტორიკა აზარალებს ქვეყანას, პანდემიით გამოწვეული კრიზისი ზრდის პოლიტიკურ კრიზისს, შესაბამისად, ღრმავდება ეკონომიკური კრიზისი, რაც ძალიან აზარალებს ქვეყანას.
თუ არჩევნები კონსტიტუციურ ვადაში არ ჩატარდება, პარლამენტის კი არა, შეიძლება მთავრობის ლეგიტიმაციაც კი დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. პარლამენტი ირჩევს მთავრობას, თუ პარლამენტი იქნება არალეგიტიმური, მთავრობაც იქნება არალეგიტიმური, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში.