ჯასტინ ტრუდომ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის აქციაზე დაიჩოქა

ჯასტინ ტრუდომ ჯორჯ ფლოიდის ხსოვნის აქციაზე დაიჩოქაკანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ოტავაში გამართულ რასიზმის საწინააღმდეგო აქციაზე დაიჩოქა, რითაც მან სოლიდარობა გამოხატა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეების მიმართ.

ჯასტინ ტრუდო ოტავაში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე შავი პირბადით მივიდა და დემონსტრანტებს შეუერთდა, რომლებიც 9 წუთიანი დუმილით პატივს მიაგებდნენ აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის ძალადობის შედეგად დაღუპული ჯორჯ ფლოიდის ხსოვნას.

კანადის პრემიერ-მინისტრს აქციაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგასენებთ, აშშ-ში მე-11 დღეა რასიზმისა და პოლიციის სისასტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამერიკელ დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ათასობით ადამიანი უერთდება აქციას სლოგანით “ფერადკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია.”

იპნ