“იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“

"იტალიაში კლინიკურად კოვიდ 19 აღარ არსებობს“კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან სამი თვის შემ­დეგ, იტა­ლი­ე­ლი ექი­მე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ COVID-19-მა ძალა და­კარ­გა და ის აღარ არის იმ­დე­ნად ლე­ტა­ლუ­რი, რო­გო­რიც თვე­ე­ბის წინ იყო. ამის შე­სა­ხებ სა­ა­გენ­ტო “რო­ი­ტერ­სი“ წერს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე სა­უბ­რო­ბენ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ონ­ში მო­მუ­შა­ვე მე­დი­კო­სე­ბი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე გავ­ლე­ნა სწო­რედ იტა­ლი­ის ჩრდი­ლო­ეთ ნა­წილ­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად კი, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ზე მო­ახ­დი­ნა.

ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის ამ­ჟა­მინ­დელ ნაკ­ლებ ლე­ტა­ლუ­რო­ბა­ზე სა­უბ­რობს იტა­ლი­ა­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ექი­მი, მი­ლა­ნის რა­ფა­ე­ლეს სა­ა­ვად­მყო­ფოს ინ­ტენ­სი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ალ­ბერ­ტო ძან­გრი­ლო.

“სი­ნამ­დვი­ლე­ში, კლი­ნი­კუ­რად იტა­ლი­ა­ში ვირუ­სი აღარ არ­სე­ბობს“, – ამ­ბობს ექი­მი. მი­სი­ვე თქმით, ზო­გი­ერ­თი ექ­სპერ­ტი ზედ­მეტ პა­ნი­კა­შია ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ მე­ო­რე ტალ­ღას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

“ჩვენ უნდა და­ვუბ­რუნ­დეთ ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას, ქვე­ყა­ნა უნდა და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და ვინ­მემ უნდა აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ქვეყ­ნის ტე­რორ­ზე“, – ამ­ბობს ძან­გრი­ლო.

იმ ფონ­ზე, რომ იტა­ლი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დებს და სა­უბ­რო­ბენ იმის შე­სა­ხებ, რომ გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ჯერ კი­დევ დიდი დროა, კი­დევ ერთი ექი­მი ჩრდი­ლო­ეთ იტა­ლი­ის რე­გი­ო­ნი­დან ამ­ბობს, რომ კო­რო­ნა­ვირუს­მა ძალა და­კარ­გა.

“ვირუ­სი აღარ არის დღეს ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რიც ორი თვის წინ იყო“ – ამ­ბობს ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი, ექი­მი მა­ტეო ბა­სე­ტი, რო­მე­ლიც ჯე­ნუ­ას სან მარ­ტი­ნოს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მკურ­ნა­ლობს.

“ნა­თე­ლია, რომ COVID-19 დღეს სხვა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბაა“, – ამ­ბობს ექი­მი.

იტა­ლია კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, ამ დრო­ის­თვის მსოფ­ლი­ოს მე­ექ­ვსე ქვე­ყა­ნაა. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბი­დან დღემ­დე, იქ 232.997 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, გარ­და­იც­ვა­ლა 33.415, ხოლო გა­მო­ჯან­მრთელ­და 157,507 პა­ცი­ენ­ტი. იტა­ლია ამ დრო­ის­თვის შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის ეტაპ­ზეა და ადა­მი­ა­ნე­ბი თან­და­თან ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმს უბ­რუნ­დე­ბი­ან.

პა­რა­ლე­ლუ­რად ძა­ლი­ან ბევ­რს სა­უბ­რო­ბენ ინ­ფი­ცი­რე­ბის მო­სა­ლოდ­ნელ მე­ო­რე ტალ­ღა­ზე და ვირუ­სო­ლოგ­თა ნა­წი­ლი ადა­მი­ა­ნებს ურ­ჩევს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­კა­ვონ თავი გა­რეთ გა­მოს­ვლის­გან. ზო­გი­ერ­თი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნას ნა­ად­რე­ვად მი­იჩ­ნევს და ამ­ბო­ბენ, რომ შე­საძ­ლოა, ამან ქვე­ყა­ნა კი­დევ უფრო დიდ კა­ტას­ტრო­ფამ­დე მი­იყ­ვა­ნოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის შემ­დეგ იტა­ლი­ა­ში ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი რა­ო­დე­ნო­ბა დი­დად არ იზ­რდე­ბა. ბოლო ოთხი დღის სტა­ტის­ტი­კა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

28 მა­ი­სი – 593 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
29 მა­ი­სი – 516 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
30 მა­ი­სი – 416 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი
31 მა­ი­სი – 333 ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი

რაც შე­ე­ხე­ბა COVID-19-ით გარ­დაც­ვა­ლე­ბის სტა­ტის­ტი­კას, ბოლო 4 დღის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ასე­თია:

28 მა­ი­სი – გარ­დაც­ვა­ლე­ბის 70 შემ­თხვე­ვა
29 მა­ი­სი – გარ­დაც­ვა­ლე­ბის 87 შემ­თხვე­ვა
30 მა­ი­სი – გარ­დაც­ვა­ლე­ბის 111 შემ­თხვე­ვა
31 მა­ი­სი – გარ­დაც­ვა­ლე­ბის 71 შემ­თხვე­ვა

ამბები