კუომო ტრამპის წინააღმდეგ – „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს”

კუომო ტრამპის წინააღმდეგ - „პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს"არა მადლობა ტრამპს, – ამ სიტყებით ნიუ-იორკის გუბერნატორი ენდრიუ კუომო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად სამხედროების მობილიზებას განახორციელებს.

„პრეზიდენტს რეალობის გადაკეთება სურს. ისინი მშვიდობიანი დემონსტრანტები არიან, რომლებიც შეურაცხყოფილები არიან იმით, რაც ფლოიდის მკვლელობასთან დაკავშირებით ნახეს,“- განაცხადა კუომომ.

მისივე თქმით, მომიტინგეებს შორის არიან „დესტრუქციული“ პირებიც, თუმცა მათი რაოდენობა მცირეა.

„ძარცვა და დანაშაულებრივი ქმედება შეუწყნარებელია, თუმცა აქციის მონაწილეებს ძალიან ცოტა ასეთი ადამიანი ურევია, ”- აღნიშნა კუომომ.

”მაგრამ ის, რაც დღეს პრეზიდენტმა გააკეთა, არის ამერიკელი სამხედროების ამერიკის მოქალაქეების წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოწოდება, ” – განაცხადა ნიუ-იორკის მერმა.

იპნ