“მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, ბიჭო…” – გიორგი გახარია ოპოზიციას 

"მაგარი კი არა, კურდღლები ხართ, ბიჭო..." - გიორგი გახარია ოპოზიციას მაგარი კი არა, კურდღლები ხართ! – საქართველოს პარლამენტში პრემიერ – მინისტრმა გიორგი გახარიამ ოპოზიციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„კურდღლები ხართ, რატომ იცი?! ამისთვის, რომ ემზადებოდით ბიჭო! კარგი დავუბრუნდები აკადემიურ სტილს. ამ შეხვედრისთვის რომ ემზადებოდით და იქ რაღაც ჯგუფური ბრეინსტორმინგები რომ მოაწყვეთ და იქიდან რომ იმუქრებოდით,“- უთხრა გახარიამ ოპოზიციას.

პრემიერ-მინისტრის აღნიშნულ განცხადებას ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ტაში მოჰყვა.