მიხეილ ეფრემოვს, რომელმაც ავარიაში კაცი მოკლა, შინაპატიმრობა შეუფარდეს

მიხეილ ეფრემოვს, რომელმაც ავარიაში კაცი მოკლა, შინაპატიმრობა შეუფარდეს9 ივნისს მოსკოვის ტაგანის რაიონულმა სასამართლომ რუსეთის დამსახურებულ არტისტ მიხეილ ეფრემოვს აღმკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობა განუსაზღვრა.

შინაპატიმრობა 9 აგვისტომდე გაგრძელდება.

მიხეილ ეფრემოვს ეკრძალება ურთიერთობა მოწმეებთან, დაზარალებულებთან და ბრალდებულებთან.

მას ასევე არ შეუძლია ინტერნეტის გამოყენება საქმესთან დაკავშირებული მასალების გასაცნობად.

ტელეფონით სარგებლობა მსახიობს მხოლოდ ადვოკატთან სასაუბროდ და საგანგებო სამსახურების გამოსაძახებლად შეუძლია.

ეფრემოვი სასამართლოზე პრაქტიკულად არ ლაპარაკობდა. სხდომის დასაწყიში მან თქვა:

“ეს, რა თქნა უნდა, საშინელებაა”, რის შემდეგაც მხოლოდ რეპლიკებით შემოიფარგლებოდა.

8 ივნისს მოსკოვის ცენტრში მიხეილ ეფრემოვის მანქანა გადავიდა შემხვედრ ზოლში და დაეჯახა ლადას. ლადას მძღოლი, 57 წლის კურიერი სერგეი ზახაროვი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

9 ივნისს მსახიობი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, საიდანაც გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს.
ექიმების ცნობით, ავარიის დროს მიხეილ ეფრემოვი მთვრალი იყო. მის სისხლში, აგრეთვე, ნარკოტიკების კვალი აღმოაჩინეს.

მიხეილ ეფრემოვს, რომელმაც ავარიაში კაცი მოკლა, შინაპატიმრობა შეუფარდეს