მიხეილ სააკაშვილი – “თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს”

მიხეილ სააკაშვილი - "თბილისის უბნები "ქართულმა ოცნებამ" დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს''საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. სააკაშვილის 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე გავლენიანი მფარველების შესახებ გავრცელბულ ინფრომაციას ეხმაურება.

“შევარდნაძის დროს შს მინისტრი ხვდებოდა აეროპორტში კანონიერ ქურდებს, დღეს კი ქვეყნის მმართველის, ყოფილი პრემიერმინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის შვილი, რომელიც თავადაც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკაში, შვილს უნათლავს კანონიერი ქურდის შვილს და მეგობრობს ამ კრიმინალურ ავტორიტეტ – კაწროსთან. თბილისის უბნები “ქართულმა ოცნებამ” დაამსგავსა ბრაზილიურ ფაველებს. ამას ქართველი ხალხი და მე დავასრულებთ შემოდგომით”, – წერს სააკაშვილი.

ცნობისთვის, მთავარი არხის მიერ გავრცელბული ინფრომაციის მიხედვით, დაკავებულები ბერა ივანიშვილის ძმაკაცთან, ავთანდილ ბილანიშვილთან არიან კავშირში.