ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდა

ოპოზიცია თბილისში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდაოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ პირველი” ავრცელებს.

როგორც ირკვევა ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის.

შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი.

ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში.

ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი.

გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს, ხოლო ისანში გიორგი ვაშაძე.

ამასთან უცნობია, ოპოზიციის რომელი ლიდერი იყრის კენჭს საბურთალოს რაიონში.