ფაუჩი – “აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის”

ფაუჩი - "აშშ-ში კარანტინის საჭიროება აღარ არის"აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში კარანტინი საჭიროება აღარ არის.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვირუსით დაინფიცირების მასშტაბები შემცირდა. ვფიქრობ, რომ უკან, მკაცრი კარანტინის პირობებში დაბრუნების აუცლებლობა აღარ არის. ახლა ჩვენი მიზანია უკეთ გავაკონტროლოთ ის არეალები, სადაც ვირუსი ფართოდ არის გავრცელებული,“ – განაცხადა ფაუჩიმ.

მისი თქმით, ქვეყნის იმ შტატებში, სადაც კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა, შესაძლებელია, სკოლები და სხვა დაწესებულებები გაიხსნას. ამასთან, ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით ამერიკელ მეცნიერთა კვლევები დამაიმედებელ შედეგებს იძლევა.

იპნ