პოლონეთის პოლიციამ 3 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო

პოლონეთის პოლიციამ 3 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღოპოლონეთის პოლიციამ სამ ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღო, რომელიც გაყინული ანანასის კასრებში იყო დამალული. ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 760 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც პოლონეთისთვის რეკორდულია.

პოლიციის ინფორმაციით, ტვირთი ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ გდინიაში იყო დასაწყობებული.

კოკაინის გადატანა გემის საშუალებით ეკვადორიდან ჰამბურგში ხდებოდა.

სამართალდამცვლებმა გამოძიების შედეგად სამი მამაკაცი დააკავეს, რომელთა ასაკიც 64-დან 71 წლამდეა. ნარკოტიკებთან ბრძოლის სამსახურის წარმომადგენლების ინფორმაციით, კორონავირუსის გამო მიწოდების ქსელში შექმნილი პრობლემების მიუხედავად, როგორც ჩანს, ლათოამერიკელი ნარკომოვაჭრეები ევროპაში კოკაინის მსხვილი პარტიების გაგზავნას მაინც ახერხებენ.

იპნ