ქეთევან ქემოკლიძე – “ესპანეთში საერთოდ არ გვეტყობა, თუ აქ კოვიდი იყო და ეს მაშინებს”

ქეთევან ქემოკლიძე - "ესპანეთში საერთოდ არ გვეტყობა, თუ აქ კოვიდი იყო და ეს მაშინებს"უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი სა­ო­პე­რო მომ­ღე­რა­ლი, მე­ცო­სოპ­რა­ნო ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი სე­ვი­ლი­ე­ლი ქა­ლის, კარ­მე­ნის პარ­ტი­ას მის­სა­ვე სამ­შობ­ლო­ში, სე­ვი­ლი­ა­ში იმ­ღე­რებს.

24 ივ­ნისს სე­ვი­ლი­ის “მა­ესტრან­ცას” სა­ო­პე­რო თე­ატრმა მომ­დევ­ნო წლის სე­ზო­ნი და და­გეგ­მი­ლი სპექ­ტაკ­ლე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­ა­ნონ­სა. ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე ამ როლს სე­ზო­ნის და­ხურ­ვა­ზე, 2021 წლის მაის-ივ­ნის­ში სე­ვი­ლი­ის ოპე­რის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ხა­ვი­ერ მე­ნენ­დე­სის მიწ­ვე­ვით შე­ას­რუ­ლებს. სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სუ­რა ლე­გენ­და­რულ ეს­პა­ნელ რე­ჟი­სორს ემი­ლიო სა­ხის ეკუთ­ვნის.

ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძე კარ­მე­ნის რო­ლის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო შემ­სრუ­ლებ­ლად ით­ვლე­ბა, რო­მელ­საც ეს პარ­ტია მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა სცე­ნა­ზე უმ­ღე­რია და აქვე ისიც გა­ირ­კვა, რომ ის პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი მე­ცო­სოპ­რა­ნოა, ვინც სე­ვი­ლი­ა­ში ამ როლს შე­ას­რუ­ლებს.

AMBEBI.GE ქე­თე­ვან ქე­მოკ­ლი­ძეს ბარ­სე­ლო­ნა­ში და­უ­კავ­შირ­და:

– პან­დე­მი­ის შემ­დეგ ეს პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თვის?

– მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ პე­რი­ო­დის დატ­ვირ­თუ­ლი სე­ზო­ნი სრუ­ლი­ად გა­მი­უქ­მდა, წე­სით პირ­ვე­ლი სპექ­ტაკ­ლი არ იქ­ნე­ბა. სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ჩემი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ბი­უ­ტი ვერ­დის “აი­და­ში” ამ­ნე­რი­სის რო­ლით უნდა შედ­გეს და შემ­დე­გაც სულ შევ­სე­ბუ­ლი მაქვს გან­რი­გი.

კო­ვი­დის გამო, კარ­მე­ნი 2021 თე­ბერ­ვალ-მარ­ტში ნორ­ვე­გი­ა­შიც გა­მი­უქ­მდა. “ჯაჭ­ვუ­რი ეფექ­ტის” გამო ბევ­რი რამ გა­და­ი­დო, თუმ­ცა სამ­წუ­ხა­როდ, და­ზუს­ტე­ბით ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი ვი­ცით. ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლია გან­ვი­თა­რე­ბულ სა­ნი­ტა­რულ მდგო­ნა­რე­ო­ბა­ზე.

– სა­ერ­თოდ, ეს­პა­ნეთ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლად წა­ვი­და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ცე­სი… ტკი­ვი­ლი­ა­ნიც იყო… თქვენ რო­გორ ცხოვ­რობ­დით იქ კა­რან­ტინ­ში?

– კი, ეს­პა­ნე­თი სამ­წუ­ხა­როდ, ევ­რო­პა­ში, და­ა­ვა­დე­ბულ­თა რი­ცხვით პირ­ველ ად­გილ­ზეა და მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ვი­ა­რეთ – 2 თვე კა­რის ზღურ­ბლზე ფე­ხის გა­და­უდ­გმე­ლად, სრულ კა­რან­ტინ­ში ყოფ­ნა არ იყო ად­ვი­ლი, თუმ­ცა რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, და­ვის­ვე­ნე კი­დეც, რად­გან 15 წე­ლია, გა­უ­ჩე­რებ­ლად ვმუ­შა­ობ და ვმოგ­ზა­უ­რობ. სახ­ლი მო­ნატ­რე­ბუ­ლი მქონ­და, მაგ­რამ იძუ­ლე­ბით არც დას­ვე­ნე­ბა არ ვარ­გა, თან, ისეთ ატ­მის­ფე­რო­ში, რაც კო­რო­ნამ მო­ი­ტა­ნა.

ვფიქ­რობ, რომ ბავ­შვებ­მა სიმ­შვი­დის მა­გა­ლი­თი მოგ­ვცეს. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მათ­თვის ყვე­ლა­ზე რთუ­ლი იყო ოთხ კე­დელ­ში გა­მომ­წყვდე­ვა. მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რის წყა­ლო­ბით, მო­ვა­ხერ­ხე კა­რან­ტინ­შიც გა­მე­ფე­რა­დე­ბი­ნა ჩემი დღე­ე­ბი ახალ პარ­ტი­ებ­ზე მუ­შა­ო­ბით, ონ­ლა­ინ­სწავ­ლე­ბით, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში კი­დევ უფრო მეტი დახ­ვე­წით და სხვა­დას­ხვა სა­ხა­ლი­სო გა­მო­გო­ნე­ბე­ბით.

– ახლა რა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში?

– ახლა, ჩემი აზ­რით, სა­ერ­თოდ არ გვე­ტყო­ბა, თუ აქ კო­ვი­დი იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ნა­პი­რო­სა და ბარ-რეს­ტორ­ნებ­ში ამ ორ­თვი­ა­ნი მდგო­მა­რე­ო­ბის კვა­ლიც კი არ ჩანს. ერთი მხრივ, კარ­გია, რომ ასე სწრა­ფად მო­ვი­ტო­ვეთ ეს გან­საც­დე­ლი, მაგ­რამ მა­ში­ნებს ასე­თი სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმის ფონ­ზე, რომ არა­ფე­რი ვი­ცით ამ ვირუს­ზე და მის “გუ­ნე­ბა- გან­წყო­ბა­ზე”. ვცდი­ლობ, ყვე­ლა წესი და­ვიც­ვა, მაგ­რამ ვხე­დავ, რომ ეს ცოტა თვალ­ში­სა­ცე­მია… იმის ფონ­ზე, რაც ქარ­თვე­ლებ­მა სა­მა­გა­ლი­თო საქ­ცი­ე­ლით და შე­დე­გე­ბით ვაჩ­ვე­ნეთ, კი­დევ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, ზედ­მი­წევ­ნით და­ვიც­ვა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი.

– ბარ­სე­ლო­ნას სა­ო­პე­რო თე­ატ­რი რამ­დე­ნი­მე დღის წინ უჩ­ვე­უ­ლოდ გა­იხ­სნა. დარ­ბაზ­ში მა­ყუ­რებ­ლის ნაც­ვლად უამ­რა­ვი მცე­ნა­რე, მწვა­ნე ნარ­გა­ვი იყო. რა იცით ამ ფაქ­ტზე?

– ლი­სე­უმ, სა­დაც ჩემი დე­ბი­უ­ტი 15 წლის წინ შედ­გა და იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სა­დაც ხში­რად ვმღე­რი, მარ­თლაც ორ­გი­ნა­ლუ­რი გახ­სნა შე­მოგ­ვთა­ვა­ზა – პუ­ჩი­ნის მუ­სი­კა მცე­ნა­რე­ე­ბის­თვის. რო­გორც ეს­პა­ნე­ლი პო­ე­ტი პედ­რო კალ­დე­დონ დე ლა ბარ­კა ამ­ბობს – “მწვა­ნე ფერი არის სა­წყი­სი ფერი, სა­ი­და­ნაც სიყ­ვა­რუ­ლი იბა­დე­ბა” და ჩვე­ნი ხე­ლოვ­ნე­ბა არის სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც გვა­კავ­ში­რებს მუ­სი­კას­თან და მსმე­ნელ­თან, თუნ­დაც მცე­ნა­რე­ე­ბით სავ­სე დარ­ბაზ­ში.

– და ბო­ლოს, კარ­მე­ნის როლი რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის?

– ამ პარ­ტი­ა­ზე თე­ატ­რის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ხა­ვი­ერ მე­ნე­დეს­მა მი­მიწ­ვია. კარ­მე­ნის მი­სი­ვე სამ­შობ­ლო­ში შეს­რუ­ლე­ბა – ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე შეგ­რძნე­ბა, რაც მსოფ­ლი­ოს სხვა სცე­ნებ­ზე მაქვს. ჩემ­თვის პა­ტი­ვია, რომ მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ეს­პა­ნე­ლი თუ არა ეს­პა­ნე­ლი კარ­მე­ნე­ბის ფონ­ზე, არ­ჩე­ვა­ნი ჩემ­ზე გა­ჩერ­და და ამ ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოს როლს ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იმ­ღე­რებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟი სხვა­დას­ხვა დად­გმა­ში ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მაქვს ნამ­ღე­რი, ეს ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა.

ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, მო­მი­წევს კას­ტა­ნე­ტებ­ზე დაკ­ვრა და ფლა­მენ­კოს ცეკ­ვა, რა­საც აქამ­დეც ვა­კე­თებ­დი, მაგ­რამ ეს ჩემი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სე­ვი­ლი­ა­ში კი­დევ უფრო დახ­ვე­წი­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი კი რთუ­ლიც არის და სა­სი­ა­მოვ­ნოც, რად­გან სე­ვი­ლი­ურ პუბ­ლი­კა­ში ბერ­ვი კარ­მე­ნი და კარ­მე­ნის ახ­ლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა და ყვე­ლას კარ­მე­ნი უნდა გახ­დე ან პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. პან­დე­მი­ის შემ­დეგ პე­რი­ოდ­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით ჩემი კარ­მე­ნი წარ­მა­ტე­ბას და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს. იმე­დია, მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა და არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა.

ამბები