რუსთავის ტყე-პარკში პუმა ბინადრობს – 70 კილოგრამიანი დიდი კატა პირუტყვს ჭამს და ხალხს აშინებს – ვიდეო

რუსთავის ტყე-პარკში პუმა ბინადრობს - 70 კილოგრამიანი დიდი კატა პირუტყვს ჭამს და ხალხს აშინებს - ვიდეორუსთავის ტყე-პარკში, არც მეტი, არც ნაკლები, შესაძლოა პუმა ნახოთ.

ადგილობრივ ფერმერებში პანიკაა – “დიდი კატა”, რომელიც რუსთავის ტყეში ბინადრობს, პირუტყვს ჭამს. 70 კილოგრამიანი, 1 მეტრზე მეტი სიმაღლის ცხოველი – ასე ახასიათებს მოსახლეობა მტაცებელს, რომელიც უკვე 5-მდე ადამიანმა საკუთარი თვალით ნახა.

მტაცებელი ცხოველი რუსთავის ტყე-პარკში პირველად რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, თუმცა ამ ხნის განმავლობაში ის გაიზარდა და ადგილობრივი ფერმერებისთვის საფრთხის შემცველი გახდა. როგორც ადგილობრივები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მტაცებლის გამო ჯამში 2 ძროხა, 7 ცხვარი და ქათმები იზარალეს.

ფერმერები საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავთან” აცხადებენ, რომ დახმარების თხოვნით პოლიციასაც მიმართეს. დეტალები ნახეთ ვიდეოში.

ინფორუსთავი