რუსთავში მამაკაცი დაჭრეს – ვიდეო

რუსთავში მამაკაცი დაჭრეს - ვიდეორუსთავში მამაკაცი დაჭრეს.

“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით 30 წლამდე ახალგაზრდა ძველ რუსთავში, ქაშაკაშვილის ქუჩაზე დაჭრეს.

მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე, სავარაუდოდ, დანით 5 ჭრილობა მიაყენეს.

ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ემერჯენსის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ მამაკაცს ოპერაცია ამ დროისთვის უტარდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.