“რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდა”- გიორგი რურუას სიტყვა სასამართლოზე

"რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდა"- გიორგი რურუას სიტყვა სასამართლოზე“მთავარი არხის” დამფუძნებლი გიორგი რურუა მის წინააღმდეგ მიმდინარე მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს.

“მინდა შევეხო ჩემს წინააღმდეგ მიზანმიმართულად აგორებულ რუსული ხელწერით შექმნილ პროპაგანდას, რომელიც სახელისუფლებო მედიაში ვრცელდება. ებრძოდნენ “ნტვ”-ს, ასეთივე მეთოდებით ებრძვიან კასიანოვს, ნემცოვს, კარამუზას, მაგნიცკის, ესტემიროვას და პოლიტკოვსკაიას. ზოგ ადამიანს დააბრალეს მკვლელობა, ზოგ ადამიანს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა გაუვრცელეს, ზოგს პედოფილიაში დასდეს ბრალი. ამით ხელისუფლება ცდილობს დაბნეულობის შემოტანას ჩვენში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს აბსურდული ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებაა და არ ემსახურება სიმართლის დადაგენას,- განაცხადა რურუამ.