სად არის ბიძინა ივანიშვილი? – “ოცნებაში” გამართულ საგანგებო სხდომას პარტიის თავმჯდომარე არ დასწრებია

სად არის ბიძინა ივანიშვილი? - "ოცნებაში" გამართულ საგანგებო სხდომას პარტიის თავმჯდომარე არ დასწრებიაპოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნულია, რომ უმრავლესობის წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

დეპუტატებმა ასევე განიხილეს პანდემიის პირობებში საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხი.

მედიაში იყო მოლოდინი რომ შეხვედრას პარტიის ლდერი ბიძინა ივანიშვილიც დაესწრებოდა, თუმცა ოლიგაქი შეხვედრას არ დასწრებია. აღსანიშნავია, რომ კორონაპანდემიის პირობებში ივანიშვილი მხოლოდ ერთხელ გამოჩნდა და ისიც “ტიკ-ტოკზე”, როცა შვილთან, ბერასთან ერთად იცეკვა.