საკონსტიტუციო ცვლილებები 3-მა ხმამ გადაარჩინა – აუცილებელი 113, მომხრე -115

საკონსტიტუციო ცვლილებები 3-მა ხმამ გადაარჩინა - აუცილებელი 113, მომხრე -115პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. სხდომაზე რეგისტრაცია 119-მა დეპუტატმა გაიარა, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

პროექტის მხარდასაჭერად 113 ხმა იყო აუცილებელი.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა.

პირველ მოსმენაზე პროექტს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ”, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა”, „პატრიოტთა ალიანსმა” და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა. საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 5-მა დეპუტატმა მისცა ხმა: ალექსანდრე ერქვანიამ, კახა ოქრიაშვილმა, დავით ჭიჭინაძემ, ბიძინა გეგიძემ და ემზარ კვიციანმა. დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.