“სიტყვა “ოპოზიცია” ამომრჩეველში წამგებიანად მუშაობს” – გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ახალი სახელის დარქმევა შესთავაზა

"სიტყვა "ოპოზიცია" ამომრჩეველში წამგებიანად მუშაობს" - გია ხუხაშვილმა ოპოზიციას ახალი სახელის დარქმევა შესთავაზაგია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“უფასო რჩევა:
ტერმინი “გაერთიანებული ოპოზიცია” აქამდე მუშაობდა. როდესაც საარჩევნო პროცესში შედიხარ, სიტყვა “ოპოზიცია” სახელწოდებაში ამომრჩევლის ქვეცნობიერზე წამგებიანად მუშაობს. ეს ნიშნავს, რომ საკუთარ თავს მომავალშიც ხედავ არა ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში.
ამიტომ რებრენდინგი გჭირდებათ:
გაერთიანებული ძალები რაღაცისთვის, რაღაც არჩევანისთვის და ა.შ.”