პირმა, რომელიც 20 ივნისის სისხლიან ღამეს მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევას ხელმძღვანელობდა, საქართველო დატოვა. – ინფორმაციას “ნოდარ მელაძის” შაბათი ავრცელებს”. გიორგი ყაყიჩაშვილის ოჯახის წევრები არ პასუხობენ კითხვას გაიქცა თუ გააპარეს მაღალჩინოსანი.
ერთ-ერთი ვერსიით ყაყიჩაშვილი საფრანგეთში იმყოფება არადა ის კი ამ საქმეში შეიძლება ითქვას ოქროს მოწმეა, რადგან სწორედ მან იცის ვინ გასცა სროლის ბრძანება და ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.
“ტვ. პირველმა” გაარკვია ისეიც, სად არის და რას საქმიანობს ზაზა ფანცქალაშვილი, რომელიც სტრატეგიული ადგილიდან მოქალაქეებს დამიზნებით ესროდა.

