თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდა

თურქეთში 5,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - 1 ადამიანი დაიღუპა, 18 დაშავდათურქეთში მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5.7 მაგნიტუდას შეადგენდა.მიწისძვრა თურქეთის აღმოსავლეთით, ბინგოლის პროვინციაში მოხდა.

ქვეყნის გარემოსა და ურბანიზაციის მინისტრმა განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს სამაშველო ჯგუფები, რომლებიც ადგილზე ვითარებას შეისწავლიან.

მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა.

1 ადამიანი სოფელ კაინპარნარში, საპოლიციო განყოფილების კუთვნილი სადამკვირვებლო კოშკის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა.

ამასთან, როგორც ბინგოლის პროვინციის გუბერნატორმა განაცხადა, მიწისძვრამ დააზიანა რამდენიმე სახლი. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია 10 შენობაზე.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტი და შსს მინისტრი უკვე ჩავიდნენ პროვინციაში, რათა არსებული ვითარება შეისწავლონ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მეზობელ პროვინციებში, მათ შორის ერზურუმში, ტრაპიზონში, ერზანკანში, დიბირისტში, სიირტში, ელიაზიგში და მალატიაში.

სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები მიწისძვრის ეპიცენტრში გრძელდება.

იპნ