წინასაარჩევნოდ კანონიერი ქურდები საქართველოში ბრუნდებიან   

წინასაარჩევნოდ კანონიერი ქურდები საქართველოში ბრუნდებიან   წინასაარჩევნოდ საქართველოში კანონიერი ქურდები ბრუნდებიან. კანონიერმა ქურდმა მინდია გორაძემ, იგივე ლავას ოღლიმ თურქული ციხე უკვე დატოვა და ახლა ბელორუსიაში, მინსკში იმყოფება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინდია გორაძე ხელფულებასთან თანამშრომლობს. ბათუმელ კანონიერ ქურდს საქართელოში 22 წლამდე პატიმრობა აქვს მისჯილი, თუმცა ცობილია, რომ ხელისუფლების დახმარებით ის საქართველოში რამდენჯერმე იყო ჩამოსული და შემდეგ ხელისფლებისვე დახმარებით ქვეყანა დატოვა.
“მთავარი არხის” ინფორმაციით თურქეთიდან საქართველოში ექსTრადირების ნაცვლად მისი მესამე ქვეყანაში გაშვება შეთანხმების ნაწილია. მინდია გორაძე თურქეთის ციხეში ცუდ პირობებში იყო და შედგა შეთანხმება საქართველოს ხელისუფლებასთან, ის დაებრუნებინათ სამშობლოში ან სხვა ქვეყანაში გაეშვათ. გორგაძე ბელარუსიაშია და თუ 40 დღეში საქართველო ექსტრადირებას არ მოითხოვს გაათავისფლებენ.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, “ქართული ოცნება” ლავას ოღლისთან დანამშრომლობს და მას არჩევნებზე გამოიყენებენ.