ზუგდიდში 12 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო.
შემთხვევა ე.წ. ვექტორშის დასახლებაში მოხდა.
“კურიერის” ინფორმაციით, ის წყალში გადახტა, თუმცა მცენარეებში გაიხლართა და ამოსვლა ვერ შეძლო.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცხედარი ღელედან მყვინთავმა მაშველებმა ამოიყვანეს.

