“ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRC) დღეს ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის საქმეზე ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტში შესულია 20 ივნისის აქციისა და ბუტა რობაქიძის საქმეებთან დაკავშირებული ბრალდებები.
არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ რობაქიძის საქმის 15-წლიანი ხანდაზმულობა, ოქრუაშვილის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემიდან რამდენიმე დღეში იწურებოდა. შესაბამისად, მათი შეფასებით, იკვეთება ხელისუფლებისგან “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერის მიზანმიმართული დევნა .
იკვეთება მიზანმიმართული დევნის მოტივები. აღნიშნული დაკავშირებულია სწორედ მის პოლიტიკურ საქმიანობასთან. სწორედ ის მიზანი არსებობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასაც დავანახოთ, რომ ესეთი პრობლემები არსებობს ჩვენს სახელმწიფოში, – ამბობს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” ანალიტიკოსი გიორგი ტყებუჩავა.
“ადამიანის უფლებათა ცენტრი” სამომავლოდ აპირებს, გიორგი რურუას საქმეზეც წარადგინოს ანგარიში.
მთავარი

