აშშ-ს ელჩი – რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას

აშშ-ს ელჩი - რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევასრუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩმა ასევე ხაზი გასუვა 2020 წლის არჩევნების მნიშვნელობას და რეგიონში საქართველოს როლს, რომელიც არა ერთხელ გამხდარა მისაბაძი.
“ჩვენ ყველამ ვნახეთ, თუ როგორი აქტიური და კრეატიულია რუსული დეზინფორმაცია, რომელიც ბევრ არჩევნებში ერევა და საქართველო აშკარა სამიზნეა. ამერიკა, ბრიტანეთი და სხვა საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ეხმარებიან, რათა უკეთ შეაფასონ ის ინფორმაცია, რომელსაც იღებენ. მე არ მაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, თუმცა რუსეთი ალბათ შეეცდება საქართველოს არჩევნებში ჩარევას, განსაკუთრებით, როცა სრულად პროპორციული სისტემისკენ მიიწევს. ასევე, დიდი წარმატება იქნება, თუ საქართველო კარგი არჩევნების ჩატარებას შეძლებს და კიდევ გახდება მისაბაძი მაგალითი არამარტო ამ რეგიონში, არამედ სხვა რეგიონებშიც”, — განაცხადა კელი დეგნანმა.