მთაწმინდის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი ბექა ოდიშარია, ამბობს, რომ მისი ოჯახი მთაწმინდელები არიან:
“საქილიკო აქ არაფერი გახლავთ, ცუდი არაფერი არის, ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს რაღაც ბუნებრივი ბმა, უკეთესია შესაძლებელია სხვაგვარადაც იყოს, მაგრამ ვფიქრობ, ის რომ დავიბადე მთაწმინდაზე, მამაჩემიც და ჩემი შვილებიც პირველ სკოლელები არიან, ამით არაფერი დაგვიშავებია და არაფერი დაუშავდება მთაწმინდას. შესაძლებელია, ამით უბრალოდ ხაზი გაესვა იმას, რომ მე მიუხედავას იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ მთაწმინდას, მის ყოფას, მის ხალხს და მის პრობლემებს არასდროს მოვწყვეტივარ. ფორმაში შესვლა არ დამჭირდება”- ამბობს ოდიშარია.

