ივანიშვილის საუკუნის აფიორა გაშიფრულია – გადაგდებული მოვალეები

ივანიშვილის საუკუნის აფიორა გაშიფრულია - გადაგდებული მოვალეებითეა მამითოვას ზუსტად ახსოვს, რომ ვალებჩმოწერილი ხალხის სიაში საკუთარი თავი იპოვა. ახლა კი, რამდენიმე თვეა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან განულებული სესხის გადახდას სთხოვენ. საიტი, სადაც ერთხელ უკვე ნანახ ინფორმაციას გადაამოწმებს, ინტერნეტსივრციდან გამქრალია. “ვალი.ჯი”  ბოლოს 2018 წლის დეკემბერში გაიხსნა. თეა მამითოვას მდგომარეობაში კიდევ უამრავი ადამიანია, ვინც ვერ ამტკიცებს, რომ საარჩევნოდ ვალი ჩამოაწერეს და გადახდა აღარ ეკუთვნის.

2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ათი დღით ადრე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ფონდი “ქართუ”, უპრეცედენტო სოლიდარობის აქტის სახით, 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სესხების პორტფელს შეიძენდა და 600,000 მოქალაქეს ვალებს ჩამოაწერდა. ეს განცხადება საარჩევნო პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და შეიძლება არჩევნების ბედიც კი გადაწყვიტა, იმდენი პრობლემური სესხის მქონე ადამიანების გული მოიგო.

როგორ უნდა დაამტკიცონ ადამიანებმა, რომ ვალი ჩამოაწერეს? “მთავარი არხი” დაუკავშირდა ბანკ “ქართუს”, სადაც ვალდებულებები თავიდან აიცილეს და ფონდში გადაგვამისამართეს.

პაატა მაცაბერიძემ პრობლემურ მსესხებელთა უფლებადამცველი ასოციაცია ჯერ კიდევ ამ პროგრამის გამოცხადებამდე ჩამოაყალიბა. დღეს, ასოციაციას ბევრი ისეთი ადამიანი მიმართავს, რომელსაც ორი წელია სესხი ჩამოწერილი ჰგონია და მაინც, რატომ შეექმნა ამდენ ადამიანს ცრუ მოლოდინი, რომ საარჩევნო პერიოდში დაანონსებული ვალების ჩამოწერის პროგრამა ყველას შეეხებოდა და რატომ დარჩა ბევრი მათგანი ამ აქციის მიღმა.

ფინანსური ექსპერტი გიორგი კეპულაძე ამბობს, “ქართუ” ფონდმა იმდენად მიზერული თანხა შესთავაზა ფინანასურ კომპანიებს ვალების შესყიდვისთვის, რომ ბევრი მათგანი ამას არ დათანხმდა, ამიტომაც ბევრ ადამიანს ეს ვალები ისევ დარჩა.

ორი წლის შემდეგ ოპოზიციამ გაშიფრა სქემა, როგორ გადააგდო ამომრჩვეველი ოლიგარქმა. “ქართუ ჯგუფმა” ვალების ჩამოწერის პროგრამის განსახორციელებლად ახალი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია
“კრედიტი 2018” დააფუძნა. ამ კომპანიის ფინანსური შედეგები საჯარო არაა, მხოლოდ ვიცით, რომ ჩამოსაწერად გამზადებული ვალების პორტფელი 38,877,000 ლარად შეიძინეს. ანუ ოთხ მილიარდიანი დაანონსებული დავალიანების განულება და ამისთვის 100 მილიონი ლარის გამოყოფა ივანიშვილს რეალურად მხოლოდ 37 მილიონი დაუჯდა.

შეიძლება ითქვას, რომ საბოლოოდ ყველა მოტყუებული დარჩა. ვისაც ვალი გაუნულდა და თავისი ფინანსური ისტორია დაპირებული სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყო.

ახლა, მორიგი არჩევნების წინ ყოფილი პრემიერის დაპირება ფუჭი აღოჩნდა. სესხს ბანკებიდან ვეღარ აიღებენ ვერც ვალებჩამოწერეილი და ვერც დავალიანებების მქონე მოქალაქეები. ყველანი ისევ ონლაინ სესხების იმედად რჩებიან, რომ თუნდაც უზარმაზარი პროცენტებით, რაიმე თანხა მაინც იშოვონ, რომ თავი გაიტანონ და ამომღები კომპანიების გაუსაძლისი ზეწოლა დროებით მაინც შეაჩერონ მცირედი ჩარიცხვებით.

 გურიის მოამბე