ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შემოქმედებას დიდი ხანია მთელი მსოფლიო იცნობს და მის ნაწარმოებებს სხვადასხვა ეროვნების მუსიკოსები და მომღერლები ასრულებენ.
წარმოგიდგენთ Kin Chi Kat-ის სიმღერას El Pajarito, რომელიც რეჟისორ გია დანელიას ფილმ „მიმინოსთვის“ დაწერილი გია ყანჩელის „ჩიტო გვრიტოს” ესპანურენოვანი ვერსიაა.
დუეტ Kin Chi Kat-ის წევრი – ნიკი დიპლომირებული ენათმეცნიერია, რომელიც 8 ენას ფლობს, ხოლო ქეთის არაჩვეულებრივი ძლიერი ხმა აქვს.
გასულ წელს ნიკი და ქეთი ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც სიმღერები ჩაწერეს თავიანთი ალბომისათვის.
პრაიმ ტაიმი