იოსელიანზე მე-15 სართულიდან ქალი გადავარდა – სარეცხს ფენდა და ფეხი დაუცურდა

იოსელიანზე მე-15 სართულიდან ქალი გადავარდა - სარეცხს ფენდა და ფეხი დაუცურდათბილისში, იოსელიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ქალი სარეცხს ფენდა, როდესაც ფეხი დაუცურდა და  გადავარდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.