კელი დეგნანი – აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

კელი დეგნანი - აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასაქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის თქმით, რუსეთმა აუცილებელია შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ყველა ნაკისრი ვალდებულება.
ელჩმა IPRM-ის შეხვედრების აღდგენის საჭიროებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცება უნდა დასრულდეს და ამ პრობლემის გადაჭრის მექანიზმი უნდა მოინახოს.

“საუბარია IPRM-ის შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით იმიტომ, რომ ასეთი საკითხები, როცა ადგილი აქვს ადამიანების გატაცებას და სხვადასხვა საკითხებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან და მათი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, გადაწყდეს ამგვარ შეხვედრებზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მექანიზმები რა თქმა უნდა , არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებისთვის აუცილებელია, რომ მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მექანიზმები როგორც ვთქვი არსებობს, მთავარია, რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები , რაც მას აღებული აქვს” – განაცხადა კელი დეგნანმა.