„ხელისუფლებამ კრიმინალთან შეზრდა დაიწყო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად. მერე კრიმინალმა მოითხოვა ხელისუფლებისგან იმ ვალდებულებების გასტუმრება, რაც ხელისუფლებამ მათ წინაშე აიღო იმ დახმარების სანაცვლოდ, რაც კრიმინალმა აღმოუჩინა არჩევნების დროს. ამ შედეგებს ვაწყდებით დღეს,” – პარტია “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ “პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში.
როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, მიმდინარეობს საკმაოდ დიდი დოზით დისკრედიტაცია სახელმწიფო ინსტიტუტების, რომლის მიმართაც საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს.
“ძალიან ბევრჯერ მომისმენია, რომ პოლიციაში არ დავრეკავ, არ განვაცხადებ დანაშაულის შესახებ, ოღონდ ამას ამბობენ სხავადასხვა მოტივაციით. ერთნი, რომელთაც კრიმინალური მენტალიტეტი აქვთ და მეორენი – საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, მაგრამ პოლიციას აღარ ენდობა. დღეს ვართ უდიდესი პრობლემის წინაშე მთლიანად სისტემა და საზოგადოება. სულ რომ სიმართლე შემოგვთავაზოს ხელისუფლებამ და სისტემამ, რაიმე საქმესთან მიმართებაში, საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს და ამას აღარ იღებს როგორც სიმართლეს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ, ამაზე უნდა შემოვკრათ განგაშის ზარები, რადგან ეს არის კატასტროფული მაჩვენებელი იმისა, რომ ფაქტიურად სახელმწიფო არ გვაქვს” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
როგორც „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი აცხადებს, კრიმინალი ხელისუფლებასთან არის შეზრდილი.
„ფაქტიურად ქვეყანა შესულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, ყველა ტიპის კრიზისში და ეს საქმეები არის ამის ნათელი დადასტურება. კრიმინალი აღზევებას იწყებს მაშინ, როდესაც ხელისუფლება იწყებს მასთან შეზრდას“. – განაცხადა ოქრუაშვილმა.

