თეთრიწყაროს ტყეში, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი საკუთარ ავტომობილში იპოვეს, ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. არსებული ინფორმაციით, ცხედარი შემთხვევის ადგილიდან ექსპერტიზაზე ჯერ არ გადაუსვენებიათ.
შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით. საგამოძიებო პროცესში ექსპერტ-კრიმინალისტებიც ჩაერთვებიან.
ადგილზე მივიდნენ ოჯახის ახლობლებიც, რომლებიც თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.
ოჯახის ახლობელი ვარაუდობს, რომ მანქანა ამ ტერიტორიაზე ბოლო დღეების განმავლობაში არ ყოფილა, რადგან ტერიტორიაზე ახალგაზრდის მოსაძებნად მშობლები ჩავიდნენ, თუმცა იქ ავტომობილი არ დახვდათ.
“ალბათ გამოიტყუეს. არ ვიცით საიდან მოხვდა აქ. აქ არიან მშობლები ნამყოფები და ეძებდნენ ამ ტერიტორიაზე, მაგრამ არ ყოფილა აქ ეს მანქანა. აქ საძოვრებია, აქამდე ვერ ნახეს? არ არსებობს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობა რომ მინდოდეს ამ გადაკარგულში მოვალ? იქ ვერ მოვიკლავდი თავს? არანაირი პრობლემები ოჯახში არ ჰქონიათ,” – ამბობს 23 წლის ქალის ოჯახის ახლობელი.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს დილით იპოვეს. 5 დღის წინ დაკარგული გოგონას ცხედარს თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ მანქანაში მიაგნეს. ოჯახმა მომხდარის შესახებ ცოტა ხნის წინ გაიგო.
რუსთავი 2