„ქართული ოცნება“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს 20 ივლისს დაასახელებს. მმართველი პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიას ოფიციალურად ხსნის.
ჯერჯერობით არაფერია ცნობილი „ოცნების“ პროპორციულ სიაზე. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ სიის ფორმირება მიმდინარეობს, თუმცა ვინ იქნება მისი პირველი ნომერი ამ დრომდე უცნობია.
რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მისი ერთ ერთი რეზიდენციიდან, ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ირაკლი კობახიძე დანიშნეს.

