პოლიციამ მარნეულში ოპოზიციის მხარდამჭერს ნარკოტიკი ჩაუდო – ვიდეო

პოლიციამ მარნეულში ოპოზიციის მხარდამჭერს ნარკოტიკი ჩაუდო - ვიდეოპოლიტიკური ტერორი ოპონენტების წინააღმდეგ – ალიევების ოჯახი მარნეულში იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც წუხელ სამართალდამცველები მათ საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და ნარკოტიკული ნივთიერება უამრავი თვითმხილველის თვალწინ, თავხედურად დადეს. ეს პროცესი იქ მყოფმა ერთ-ერთმა მოწმემ ტელეფონით გადაიღო.

ალიევები ამბობენ, რომ ეს მარნეულში მოსახლეობის დაშინებისა და პოლიტიკური ტერორის დასაწყისია, რადგან ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ ალიევების ოჯახი ოპოზიციის მხარდამჭერია და ნარკოტიკებით აღჭურვილი სამართალდამცველები, სწორედ ამიტომ მიუგზავნეს.

“მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ. სწორედ ამიტომ უნდათ ჩემი შარში გახვევა. ამ მიზნით ნარკოტიკების ჩადება სცადეს, თუმცა ჩვენ ფაქტზე წავასწარით და გადაღებაც შევძელით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა არაერთხელ მითხრეს, რომ მათ პარტიაში გადავსულიყავი, ფულიც კი შემომთავაზეს, მე უარი ვუთხარი. სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩემს დასჯას”, – ამბობს ალიევის ოჯახის ერთ-ერთი წევრი.
დღეს მარნეულის ერთ-ერთ სოფელში პოლიციამ მოქალაქეებს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალება ჩაუდო. შესაბამისი ვიდეომასალა “ფეისბუქის” პირად გვერდზე რაშან ზიადალიევმა გამოაქვეყნა.