სააკაშვილი – საქართველოში ივანიშვილის „ბეზპრიდელშიკები“ გაბატონდნენ

სააკაშვილი - საქართველოში ივანიშვილის „ბეზპრიდელშიკები“ გაბატონდნენსაქართველოში ბიძინა ივანიშვილის „ბეზპრედელშიკები“ გაბატონდნენ  – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა და რამდენიმე  კვირიანი დუმილი დაარღვია.

მისივე თქმით, იგი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ხალხთან ერთად იქნება ხელჩაკიდებული, მმართველი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე   – “გადამწყვეტ ბრძოლაში“, თანაც  წინა ხაზზე, მიუხედავად იმისა, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა.

“მინდა, ორიოდე სიტყვით ვთქვა იმ მდგომარეობაზე, რაც საქართველოში შეიქმნა. ივანიშვილმა დააბრუნა ქვეყანაში 90-იანების წლების კრიმინალების თარეში.

მისი შვილის ბერა, რომელიც მეგობრობს კანონიერ ქურდთან და მის შვილთან „კაწროსთან“, რომლებმაც შექმნეს კრიმინალური დაჯგუფება,  დადიან და ხოცავენ ახალგაზრდებს . ივანიშვილის ძმამ და მისმა პარტნიორებმა – ძმებმა ასკანელებმა შექმნეს ასეევე გაკრიმინალებული სპორტსმენების, ბანდიტების დაჯგუფება, რომლებიც ატერორებს, ართმევს ბიზნესს და პოლიტიკურ ოპონენტებს აშინებენ.

ეს არის „ბეზპრედელშიკების“ გაბატონება საქართველოში, ამიტომ მე მინდა, ვუთხრა ყველას, რომ როდესაც საუბრობენ ბატონმა პრემიერმა გახარიამ თქვა, ბატონმა ბიძინამ თქვა (მისი ხსენებაც არ შეიძლება)“, – მძიმე ბრალდებები გააჟღერა ექსპრეზიდენტმა მთავარი კონკურენტის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ.

სააკაშვილი ასევე ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა არ ჰყავს, რადგან ის არალეგიტიმურია.

„მეგობრებო, ჩვენ არ გვყავს მთავრობა. მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობა არის მთლიანად არალეგიტიმური და არ ვცნობ მის კანონიერებას, არც ერთი წამით. არ ვცნობ და არც ერთი წამით არ ვცნობ იმ სიტუაციის კანონიერებას, რაც საქართველოშია.

ეს არის უკანონო სიტუაცია. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, ამერიკის კონგრესმა დაგვადო სანქციები ჩვენ, როგორც ქვეყანას.

ჩვენ ვიყავით ყოველთვის ამერიკის დახმარების მთავარი მიმღები მთელ მსოფლიოში. ჩვენ ვიყავით სანიმუშო, სამაგლითო ქვეყანა და ახლა სამუდამოდ, საქვეყნოდ მოგვჭრა ივანიშვილმა თავი. ყოველშემთხვევაში, სანამ თვითონაა.

ჩემი ბრძოლა იქნება ძალიან გადამწყვეტი და მოწონს ეს ვიღაცას თუ არ მოსწონს, უნდა ვიღაცას ვიყო წინა ხაზზე თუ არ ვიყო, მე ვიქნები წინა ხაზზე და გპირდებით, რომ მე ვიქნები თქვენთან ერთად ხელჩაკიდებული ოქტომბერში ივანიშვილის დამარცხების ფრონტზე და საქართველოს ფრონტზე.

ეს უკანონობა, ეს არალეგიტიმურობა უნდა დამთავრდეს და ნუ ეპყრობით მათ თითქოს ისინი ჩვეულებრივები იყვნენ და ჩვეულებრივი მთავრობა იყოს. ესენი არიან ბანდიტების ხროვა და დაჯგუფება, ესენი არიან საქართველოს მტრები, მოღალატეები და რა თქმა უნდა უცხო ძალის კონკრეტულად კი, მოსკოვის მიერ გაკონტროლებულები . პირდაპირ მათ დაკვეთას ასრულებენ – საქართველოს დასუსტების, განადგურების, საქვეყნო, მსოფლიო იზოლაციის. ეს ყველაფერი მალე დასრულდება ამიტომ ჩვენ ყველგან ვმობილიზირდებით, ყველგან ჩვენი ახალგაზრდა, ბიზნესმენი იკრიბება. ჩვენი გადამწყვეტი ბრძოლა საქართველოსთვის არის ძალიან ახლოს და ამ ბრძოლაში მე ვარ ერთ-ერთი თქვენგანი,ერთ-ერთი ჯარიკაცი ,მაგრამ თქვენთან ერთად ვიქნები ერთ-ერთი გამარჯვებულიც”, – განაცხადა სააკაშვილმა.

2020ნიუს.გე