გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ბიძა კობა თამაზაშვილი მედიასთან საუბრისას ახალგაზრდა გოგოს იხსეენებს და ამბობს, რომ თამარისგან სამახსოვროდ „მესენჯერში“ გაგზავნილი ხმა აქვს. ის თამარის გახსენებაზე ცრემლებს ვერ იკავებს და ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გაგზავნილ ხმას შეუძლია დაუსრულებლად უსმინოს.
ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 17 ივლისს საკუთარი სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. სამართალდამცველებმა 22 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს.