სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა – მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს

სანაპიროზე მანქანა ხეს შეეჯახა - მძღოლი კლინიკაში გადაიყვანესმტკვრის მარცხენა სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოწვია.

იპნ