საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს 14 ივლისის 18 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის არჩევებში რეგისტრაციის განცხადებით მიმართვის ვადა ამოეწურათ.
განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციაში 68 პარტიამ წარმოადგინა, აქედან განხილვაშია 53, 14-მა გაიარა საარჩევნო რეგისტრაცია, ხოლო ერთს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

