საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
მისი თქმით, პაციენტი 70 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელიც თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 039 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 900 ადამიანი.

