სერგეენკო თალაკვაძის წინააღმდეგ – “მამუკა ბახტაძეზე გადაწყვეტილება მიღებული არაა”

სერგეენკო თალაკვაძის წინააღმდეგ - "მამუკა ბახტაძეზე გადაწყვეტილება მიღებული არაა"მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის , – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ყოფილმა მინისტრმა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” განაცხადა.

დავით სერგეენკოს განცხადებით, საარჩევნო სიაში მამუკა ბახტაძის კანდიდატურის განხილვა დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის.

„პროპორციულ სიაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული. მიდის ბოლო კონსულტაციები, ისევე როგორც მაჟორიტარების შემთხვევაში, საბოლოო სურათი გამოიკვეთა გადაწყვეტილების გაცხადებამდე 2 კვირით ადრე. მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მამუკა ბახტაძის და გუნდის პოზიციას აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე კი სულ სხვა განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

“ასეთი გადაწყვეტილება პარტიაში არ არის მიღებული. სავარაუდოდ, მამუკა ბახტაძე არ იქნება პროპორციულ სიაში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.