შალვა ნათელაშვილი – კოჯრის ტყის პანაშვიდს ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და „თავო ჩემო“ აკლდა

შალვა ნათელაშვილი - კოჯრის ტყის პანაშვიდს ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და „თავო ჩემო“ აკლდა„კოჯრის ტყეში გამართულ პანაშვიდის მსგავს სამთავრობო ყრილობას ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და “თავო ჩემო” აკლდა”, – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას.

მისივე თქმით, ამ „პანაშვიდმა“ აჩვენა, რომ „ქართული ოცნებას“ განახლება არ შეუძლია და მისი საქმე დამთავრებულია.

„დღეს კოჯრის ტყეში გამართულმა პანაშვიდის მსგავსმა სამთავრობო თავყრილობამ, რომელსაც აკლდა ბეთჰოვენის სამგლოვიარო მარში და “თავო ჩემო”, კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენა, რომ მმართველი პარტიის საქმე დამთავრებულია.

ამავდროულად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ძველი ქართული სიბრძნე, რომ “არ განემართების ძაღლის კუდი და არცა კირჩხიბი მართლად ვლის”.

მმართველ გუნდს აღარ შეუძლია განახლება, ამას ადასტურებს წარმოდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები, სადაც მთელი თანავარსკვლავედია თაღლითების, ზონდერების ოლიგარქების, მლიქვნელების, მტაცებლების, კორუმპირებულების.

ამიტომ, ხელისუფლებას დარჩა ერთადერთი გზა, დაიწყოს ძალაუფლების გადაბარებაზე რეალური მუშაობა. ხოლო ოპოზიციამ დაიწყოს მომავალ კოალიციურ მთავრობაზე კონსულტაციები, რათა ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად გამოვიყვანოთ არსებული ჩიხიდან“,- განაცხადა ნათელაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა. კოჯორში გამართულ წარდგენას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.

შეგახსენებთ, დღეს „ქართულმა ოცნებამ“  მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა.  კოჯორში გამართულ წარდგენას ესწრებოდა პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც.