თელავი-გურჯაანის გზაზე ბმვ ამობრუნდა – 5 პირი დაშავდა

თელავი-გურჯაანის გზაზე ბმვ ამობრუნდა - 5 პირი დაშავდათელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაცით, ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის საპირისპირო მხარეს გადავიდა და ამობრუნდა.

ინციდენტის დროს დაშავდნენ ავტომობილში მსხდომი პირები. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიცია იყო მობილიზებული.