თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში მიდის

თეონა აქუბარდია გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ გუნდში მიდისუშიშროების ყოფილი მდივანი თეონა აქუბარდია პოლიტიკაში მიდის და ის გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ უერთდება.

„2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაცია დღეს პოლიტიკური კოალიციის “სტარტეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაციაზე სტრატეგიული კვლევების ხელმძღვანელმა, ნოდარ ხარშილაძემ დაადასტურა.

მისივე განცხადებით, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკურ გუნდში მისი ცენტრის ორი ახლი  წევრი გადაიყვანა, ერთ-ერთი კი თეონა აქუბარდიაა.

თავად თეონა აქუბარდიამ ღონისძების შემდეგ, სააგენტოს განუცხადა, რომ გუშინ ეს ინფორმაცია იმიტომ არ დაადასტურა, გვიან ღამემდე არ ჰქონდა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, დღეს გიორგი ვაშაძისა და თაკო ჩარკვიანის პოლიტიკური კოალიციის „სტრატეგია აღმაშენებელის“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე კოალიციის ძირითადი გუნდი არ წარუდგენიათ, რასაც გიორგი ვაშაძე უახლოეს პერიოდში გეგმავს.